ზვიად კუპრავა და “კაა” ზაზა სარალიძეს ლანძღავენ – “გაყიდა მეგობრები და მშვიდად ვაჭრობდა”

ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე, იგივე “კაა” ზაზა სარალიძეს უპირისპირდებიან და ვაჭარს უწოდებენ, მათი თქმით, ზაზა სარალიძე შვილის მკვლელების “გამპრავებლებზე” გაიყიდა. ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ლაშა ცუცქირიძემ, შემდეგი ტექსტით:

“ეს ფოტო ყველაფერს ამბობს. ამ ფოტოში ჩანს, ვინ იბრძოდა და ვინ შეიძლებოდა გაყიდულიყო!

იმ დღეს, ზვიადი და მე ვერ წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე ის “კაცი”, რომლის უფლებებისთვისაც საკუთარი ოჯახების სიცოცხლის ფასად ვიბრძოდით, გაყიდიდა თავის მეგობრებს და საკუთარ პრინციპებსაც!

შეეკვრებოდა თავისი შვილის მკვლელის “გამპრავებლებს” და ჩვენ ციხეში გაგვიშვებდა, რათა მშვიდად ევაჭრა!

ფოტოზე ვართ სამნი:

ზვიად კუპრავა

ლაშა ცუცქირიძე

და ვაჭარი!

+კვირიკაშვილი ბოთლებით გაძევებული” – წერს ლაშა ცუცქირიძე.

ასევე იხილეთ