“მოხდა სასწაული, 83 წლის ქალს, რომელსაც ფეხს აჭრიდნენ, ქართველმა ექიმმა კიდური შეუნარჩუნა”

ქართველი ექიმის წარმატებული ოპერაციისა და 83 წლის პაციენტის შესახებ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც ჟურნალისტი, ნინო ადამაშვილი ფეისბუქში წერს, ქირურგმა ქალს ფეხი შეუნარჩუნა.

მან ჩემი ფეხი მოჭრას გადაარჩინა!

83 წლის ქალბატონს, რომელსაც მოულოდნელად თრომბი განუვითარდა და ფეხს აჭრიდნენ, მცხეთის მთავარი საავადმყოფოს ქირურგმა, ირაკლი ფოფხაძემ ოპერაცია გაუკეთა და მას ფეხი შეუნარჩუნა!

“მოხდა სასწაული! მადლობა რომ არსებობ! მინდა, ყველამ გაიგოს შენი პროფესიონალიზმისა და სიმამაცის შესახებ”, – ციტირებს ჟურნალისტი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში მცხოვრებ მაყვალა ადამაშვილს.