ქართველი ექიმის წარმატებული ოპერაციისა და 83 წლის პაციენტის შესახებ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც ჟურნალისტი, ნინო ადამაშვილი ფეისბუქში წერს, ქირურგმა ქალს ფეხი შეუნარჩუნა.
“მან ჩემი ფეხი მოჭრას გადაარჩინა!
83 წლის ქალბატონს, რომელსაც მოულოდნელად თრომბი განუვითარდა და ფეხს აჭრიდნენ, მცხეთის მთავარი საავადმყოფოს ქირურგმა, ირაკლი ფოფხაძემ ოპერაცია გაუკეთა და მას ფეხი შეუნარჩუნა!