“ვეძებ სამსახურს, თბილისში” – რას წერს იუნა შაფათავა ამერიკიდან

857

იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“59 წლის განათლებული (ფილოლოგიური, ჟურნალისტიკა), პატიოსანი, შრომისმოყვარე ქალბატონისთვის ვეძებ სამსახურს, თბილისში.

მძიმე შრომას ვერ შეძლებს; არც შავ სამსახურს გთხოვთ;
არის განათლებული, დიდი სტაჟით.
კარგი მზარეული, შეუძლია ბავშვის მოვლა, გაკვეთილების მზადებაში დახმარება, ოჯახში ასისტენობა…
ცნობილი ქალბატონია და ქართული რეალობის თვალსაჩინო მაგალითი, მარტოხელა ქალი, რომლისთვისაც მუშაობა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.
მე ვარ მისი პირადი რეკომენდატორი;
გთხოვთ, მომწერეთ თუ რამე გეგულებათ- შუქს ჩაუჭრიან, მარტოა და კაციშვილი არ ყავს მხარდამჭერი; მე პირადად რესურსი არ მყოფნის, ჩემი ჯიბიდან დავეხმარო, ამიტომ სამსახურს გთხოვთ, დაუყვედრებელ გასამრჯელოს, ადამიანის კეთილსინდისიერი მუშაობისთვის.
ძალიან გთხოვთ, არ დაიზაროთ, გაიხსენეთ, ვინ სად ეძებდა სანდო ადამიანს.
თავისი სახელით არ შეგაწუხებთ, ამის შიში ნუ გაქვთ.
ძალიან დიდი მადლობა, მხარდაჭერისთვის, წინასწარ”