ჟურნალისტი ნუკა არველაძე “მთავარი არხი”-ს გენ.დირექტორ ნიკა გვარამიას მონოლოგ ეხმიანება და სოციალურ ქსელში მიმართავს:
“რა პათეტიკა დაიმართე, ვის აწონებ თავს?! ააა, საკანში ცრემლი წაგსკდა? რასაც ვებრძოდი იმისთვის დამაპატიმრესო?
მართალი ხარ – ეს ხომ ივანიშვილის და ხალხის წინააღმდეგ დაგეგმილი დიდი გეგმის თქვენივე ნაწილი იყო, თავიდან არ გითხრეს, მეტი დამაჯერებლობისთვის, ალბათ – მერე დაწყნარდი და აიშვი როცა ადეიშვილმა პატივი დაგდო და ატამანი გახდი და დაიწყე ალამუთის ციხის აგება!
მართალი ხარ, რადგან იმისთვის არ დაგაპატიმრეს, როგორც ებრძოდი, რა მეთოდებით, როგორი ცილისწამებით – რამდენი ადამიანი და ოჯახი გააუბედურეთ თქვენი ბლოკბასტერით, ” ენვერი 1″ და “ენვერი 2”-ც საკმარისია, დანარჩენები რომ არ ვთქვა – ნაძირალავ როგორ ბედავ?!
ჰოდა, სულ რომ თაფლი წაისვა და მზეზე დაწვე – არ გიშველის, იმ ოჯახების ცოდვა შენ შლეიფად გაქვს მთელი ცხოვრება თან რომ ვერასდროს მოიშორებ!
ახლა ახალი “ზახოდი” მიეცით? და ეგეც რომ ვიცით და ვინც შემოგრჩა “ოცნებაში” – სულ რომ სუსის აგენტი ეძახე, არადა ადეიშვილის ბიჭიამ მისი იმედი გაქვს? – აფსუს რა იდიოტები ხართ! – იმიტომ რომ ხალხი იდიოტი გგონიათ!
გულწრფელად გეუბნები, რომ უკვე დამარცხდით ისევ”– წერს ნუკა არველაძე.