წყვილმა იშვილა 7 ბავშვი, რომელთა მშობლებიც ავარიას ემსხვერპლნენ

867

კალიფორნიის ქალაქ მენიფიში მცხოვრებმა წყვილმა იშვილა 7 ბავშვი, რომელთა მშობლებიც ავარიას ემსხვერპლნენ. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

50 წლის პამელა უილისმა და 53 წლის გერი უილისმა, რომელთაც 5 ზრდასრული შვილი ჰყავთ, სოციალურ ქსელში ნახეს განცხადება იმის შესახებ, რომ 15 წლის ადელინო, 13 წლის რუბი, 9 წლის ალისია, 8 წლის ენტონის 7 წლის ობრიელა, 5 წლის ლეო და 4 წლის ქსანდერი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაობლდნენ.

პამელა უილისი ამბობს, რომ როდესაც ფოტოზე ბავშვების სახეები დაინახა, მიხვდა, რომ მათი დედა უნდა გამხდარიყო.

„ვინ იშვილებდა მათ ყველას ერთად? ვის ექნებოდა ამისთვის საჭირო სივრცე? ვის გამონახავდა საკმარის დროს, სიყვარულსა და მოთმინებას, რათა ამ ბავშვებს მშობლების გარდაცვალების გადატანაში დახმარებოდა? პასუხი ჩვენთვის ნათელი იყო… ეს ჩვენ უნდა გვექნა“, – ამბობენ პამელა და გერი.