კესარია აბრამიძე საკუთარ instagram გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ბებო, რომელსაც ხშირად სტუმრობდა თავშესაფარში, გარდაიცვალა.
„ეს ის ბებოა, მოხუცთა თავშესაფარში, რომელსაც ხშირად ვსტუმრობდი, ყოფილი სუხიშვილების მოცეკვავე, ახლა დავრეკე საჩუქარს მივუტანთქო, ყვავილები უყვარდა და მითხრეს, რომ 2 კვირის წინ დაიღუპა და სულ გკითხულობდაო. შეხვედრამდე ლამარა ბებო”, – წერს კესარია აბრამიძე.