“ჩემი სულიერი მხარდაჭერა მეგობარ ბესო ზანგურს, მაესტრო რობერტ სტურუას!”

898

არ­ქი­მან­დრი­ტი ან­თი­მო­ზი ბი­ჩი­ნაშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე რობერტ სტურუას სტატუსს გამოეხმაურა და მხარდაჭერა გამოუცხადა მას და ბესო ზანგურს:

“რობერტ სტურუასთან ერთად. დღე, როდესაც დიდი მაესტრო პირველად ეზიარა.
ვეხმაურები რობიკო სტურუას სტატუსს, სადაც ”დაქალებს” ნეობოლშევიკები, ნეოკომუნისტები უწოდა. თემას განვავრცობ და პროლეტარ ”დაქალებს” მოვუწოდებ: ”დაქალებო” (პროლეტარებო) ყველა ქვეყნისა, შეერთდით! ძირს კაცები! გაუმარჯოს თავისუფლებას!))))
ჩემი სულიერი მხარდაჭერა მეგობარ ბესო ზანგურს, მაესტრო რობერტ სტურუას!
არქ. ანთიმოზი
P.S. ქალებს! ბავშვობაში თუ ბიჭმა ცუდად შემოგხედათ, დაწერეთ საჩივარი, აუღეთ ”აბაროტი”კაცს, რაც მეტი საჩივარი შევა პროკურატურაში, მით უკეთესი”, – წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი.