“უკვე კოვიდუარყოფითი ვარ!”

342

ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე.კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ მან ფეიბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა..

“ჩემო ძვირფასებო, დიდი მადლობა ყველა გამამხნევებელი სიტყვისთვის, სითბოსა და ყურადღებისთვის, რასაც ამ პერიოდში უხვად იჩენდით ჩემს მიმართ. მივიღე პასუხი და უკვე კოვიდუარყოფითი ვარ! საბედნიეროდ შედარებით იოლი ფორმით გადავიტანე. ბავშვები ჯანმრთელად არიან!
კიდევ ერთხელ უსაზღვრო მადლობას გიხდით ყველა შეტყობინებისთვის, ყველა ზარისთვის და გთხოვთ ვიყოთ ყველა უფრო მეტად ყურადღებით და უფრო ფრთხილად.❤️
მიყვარხართ!
თქვენი ნინო!”, – წერს ნინო სურგულაძე.