“ვფიცავ ღმერთს თუ სიტყვას ვამატებდე…”

1,066

მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც ყოფილმა ცოლმა – ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაში დაადანაშაულა, სტატუსს აქვეყნებს და უცნაური სიზმრის შესახებ წერს.

„ამ აღდგომას, ვფიცავ ღმერთს თუ სიტყვას ვამატებდე… სოფელში ბებიას და ბაბუას საფლავი რომ გავასუფთავეთ, გამოსვლისას მამამ მიმანიშნა ერთ საფლავზე, წელს ვერ ჩამოდიან და მიდი გაასუფთავეო..

უსიტყვოდ მივედი, ვთხოვე ელექტრო ცელი ჰქონდა ვიღაცას, ბურდებს ჭრიდა და მოდი რა, დიდი ბალახია დამეხმარე-მეთქი.. მოკლედ გავაპრიალეთ სასაფლაო, მოხუცი ცოლ-ქმარის…

წეღან ვხედავ სიზმარში წყაროსთან თავის სახლის წინ ზის ეს კაცი შალიკო, სხვათა შორის მეორე მსოფლიო ომის გმირი. ჩავუარე და ქრისტე აღსდგაო მითხრა… სიზმარში ვხვდები, რომ რაღაც ხდება და სიზმარში ვარ-მეთქი ვეუბნები შალიკო ბაბუას… კიო, იცინის, მაგრამ აბა ცხადში ხომ არ გეტყოდი მადლობას სასაფლაოს გასუფთავებისთვისო…

დენდარტყმულივით წამოვხტი და დავწერე აქ…. იქ თეატრიც არის…ოპერაც….ქარხანაც.. ცხოვრებაც და ჩ ვ ე ნ თ ა ნ ა რ ს ღ მ ე რ თ ი”, – წერს ბესო ზანგური.