ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ ფორმულას გადაცემაში „სთორი“ თავისი ისტორიის შესახებ ისაუბრა. მუსერიძე ამბობს, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ძმა ჰყავდა, ამასთან მისმა ბიოლოგიურმა დედამ არც კი იცის, რომ იგი ცოცხალია.
„ზუსტად ვიცი, რომ ძმა მყავს, ბავშვობიდან ვიძახდი მაგას, რომ გიორგის, ჩემი ძმის გარდა კიდევ მყავდა ძმა. სულ ვეუბნებოდი დედაჩემს, რომ უფროსი ძმა მყავს..
ბევრჯერ მიფიქრია დედასთან შეხვედრაზე, ისტორია არ ვიცი, როგორ მოხდა ჩემი გაშვილება, შესაბამისად როგორი რეაქცია მექნება არ ვიცი. რომ გავიგო, რომ მოპარული ვარ, რაც 99%-ით ასეა, რადგან ბევრი ძიების შედეგად ამ კვალზე გავედით, რეალურად იმან არც კი იცის, რომ მე ცოცხალი ვარ და ვერც კი ხვდება, ისევე როგორც ვერ ხვდებოდა აქამდე ათიათასობით დედა.
შეიძლება ვერც მივიდე სანახავად, რადგან ემოციურად იმდენად მძიმე იქნება ჩემთვის მისვლა და აი გამარჯობა თურმე შენ, რომ მე გარდაცვლილი გეგონე 36 წელი ცოცხალი ვარ ძალიან მძიმე იქნება და შესაძლოა ვერც კი გადავიტანო“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.