დინა მირცხულავამ ფეისბუქში დაწერა:
“ფიზიკა არც ისე, მაგრამ შენ მიყვარდი… შენ ძალიან ძალიან მიყვარდი, ცისანა მასწავლებელო.
დიახ, მე მაქვს უფლება ასე „შენობით“ გელაპარაკო.
იმიტომ რომ შენ გამზარდე.
შენს ანაბარად ისე გვტოვებდა დედა უთენია და სამსახურში ისე გულდამშვიდებული გარბოდა, თითქოს ღმერთი იყავი და არანაირი ხიფათი არ შეგვემთხვეოდა.
თითქოს კი არადა, იყავი, კი იყავი… თვითონ ღმერთი ხომ არ ჩამოვიდოდა აბა ჩვენთვის ?!
მიყვარდი, მყვარებიხარ, უბრალოდ სანამ არ წახვედი, არ ვიცოდი, რა ძალიან.
ყოველი ჩემი პირველი სიხარული და განცდა მიგაქვს, იცოდე.
შენს ოთახში ვიტირე, როცა პირველად მატკინეს.
შენთან გამოვიქეცი და პირველს გითხარი, იცი იმ ბიჭის დანახვაზე მუცელში პეპლები დამიდიან-მეთქი.
იცინე მაშინ.
სულ იხსენებდი, პირველი სიყვარული რანაირად ამიხსენიო.
ვტირი და არ მინდა დავმშვიდდე, შენ იმსახურებ, იმსახურებ ჩემს ცრემლებს.
ასე ძალიან რა ხანია, არ მტკენია და მხოლოდ სიკვდილს შეუძლია გატკინოს ასე – კარგი ადამიანის სიკვდილს…
შეხვედრამდე”