“არასოდეს აღარ გამოაჩინოთ ესეთი გარყვნილი და არაკაცი ტელევიზიაში”

454

„პრაიმშოუს“ 5 მაისის გადაცემას, სადაც სტუმრად გურამ ფალავანდიშვილი იყო მიწვეული, ბავშვთა ნაადრევ ქორწინებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქრისტიანულად 16 წლის გოგონას გათხოვება დასაშვებია. 

მომღერალი თიკა ჯამბურია, გურამ ფალავანდიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ გურამი არის ბნელი და ბოროტი.

„თუ ჩემს მეგობრებში არიან ადამიანები, რომლებიც ამ კაცის მოსაზრებას ემხრობით, ახლავე წამშალეთ! და იცოდეთ რომ ეს კაცი არის ბნელი, ბოროტი, ავადმყოფი პედოფილი!!!

და არასოდეს არ შეგეშინდეთ გამოთქვათ აზრი ესეთი ადამიანების წინააღმდეგ, უნდა დასრულდეს მსგავსი ბინძური აზროვნების და მენტალიტეტის ფართო მასებისთვის გაზიარება, ჩვენს ქვეყანაში! და არასოდეს აღარ გამოაჩინოთ ესეთი გარყვნილი და არა კაცი ტელევიზიაში, თავისი ყოვლად მიუღებელი შავი აზროვნებით“,- წერს თიკა ჯამბურია.