103-ე სკოლის მოსწავლეები “ბოლო ზარის” მისალოცად გარდაცვლილ დამრიგებელთან საფლავზე მივიდნენ

547

20 მაისს, საქართველოში მე-12 კლასელებისთვის ,,ბოლო ზარი” დაირეკა. მოსწავლეები სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ზეიმობენ. ეს დღე განსხვავებულად აღნიშნეს  103-ე სკოლის ბავშვებმა. ისინი გარდაცვლილი დამრიგებლის საფლავზე მივიდნენ.

ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, არჩილ ჩხაიძე წერს.

„არ დავიწყება მოყვრისა….“

103-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა პატივი მიაგეს ყოფილი დამრიგებლის ხსოვნას. მანანა მასწავლებელს თქვენ ძალიან უყვარდით.

დღეს ის უზომოდ ბედნიერი და სევდიანი იქნებოდა და მშობლიური სიყვარულით დაგილოცავდათ ცხოვრების გზას! ღმერთმა ნათელი მოჰფინოს მის ნათელ სულს.
მადლობა ახალგაზრდებო ამ ნაბიჯისთვის. ჩანს, რომ ღირსეული ადამიანები ხართ. თქვენთვის ამ ამაღელვებელ და სასიხარულო წუთებში არ დაივიწყეთ ის სიკეთე და ამაგი, რომელიც მანანა მასწავლებელმა გასწია.

გზას დაგილოცავთ, მუდამ სწორი გზით გევლოთ“- წერს არჩილ ჩხაიძე.