“ლენო, მა, შენი ძმა დაიბადა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა…”

482

მუსიკოს გიორგი გვარჯალაძეს ვაჟი შეეძინა. მან ახალშობილის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და  ასე დაასათაურა:

„ლენო, მა, ლევანი დაიბადა, შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა. სამშობიარო ბლოკის ფანჯარასთან სულ 2 ადამიანი იყო – ლულუ და კარლო, შენი დიდი ბებო, ნათელა, კი ტელეფონში ლექსებს იძახდა.

მარიკომ ისე შეასრულა, 100-ჯერ მეტად შემიყვარდა. მიხარია, რომ შენც მოასწარი მარიკოს შეყვარება. ყველამ ვისწავლეთ სიყვარული, მაგრამ შენ აღარ ხარ… აუჰ, შენ იქნებოდი ლევანის მთავარი მეგობარი, შენს ხელში აიდგამდა ფეხს, ისწავლიდა ხატვას, ხმებში სიმღერას. რომ გაიზრდება შენს Apple Music-ს მივცემ, თან ავუხსნი, რომ შენ დაუთმე.

ახლა ჩემი და შენი ტანსაცმელი მისიც გახდება და თან ეცოდინება, რომ შენი სხეულის სითბოს ატარებს. გილოცავ, თუ სადმე ხარ, მიყვარხარ და მენატრები, მა“, – დაწერა მუსიკოსმა.