უნგრეთში კორონავირუსით ინფიცირებული კომაში მყოფი ქალი ამშობიარეს

466

უნგრეთში, კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ბავშვი გააჩინა და ამის შესახებ, ხელოვნური კომიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყო. ამის შესახებ New York Post-ი Reuters-ზე დაყრდნობით წერს.

2020 წლის ბოლოს შილვი ბედო-ნადს COVID-19-ი დაუდგინდა. ამ მომენტისთვის ქალს ორსულობის ბოლო თვე ჰქონდა. ექიმებმა ის თვითიზოლაციაში სახლში გაუშვეს. თუმცა ცოტახნის შემდეგ ქალის მდგომარეობა გაუარესდა და ის ბუდაპეშტის კლინიკაში გადაიყვანეს.

ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და გოგო შეეძინა. ამის შემდეგ ქალი რეანიმაციაში მოათავსეს, მას ხელოვნური ვენტილაციის აპარატი დასჭირდა, შემდეგ კი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.

ვიდრე ქალი საავადმყოფოში იმყოფებოდა, ჩვილზე მისი მეუღლე ზრუნავდა. ქალი ერთთვიანი კომის შემდეგ გონზე მოვიდა. ის ექიმებს საკუთარ მუცელს აჩვენებდა და ვერ ხვდებოდა რა მოხდა. მას ექიმებმა აუხსნეს, რომ ჩვილი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა, როცა ის ხელოვნურ კომაში იყო.

ახლა ქალი სახლშია და შვილთან და ქმართან ერთად რეაბილიტაციის კურსს გადის.