“ისე აიხიეთ სახე და ისეთი იკადრეთ, რომ ზურაც კი გააკვირვეთ! რა დასანანია, რომ “სასტავში” რამდენიმე მამრიც აღმოჩნდით”
მოკლედ, ჩემი გვერდის კედელი დავხურე! თუმცა, პირად შეტყობინებაში მწერს უამრავი ადამიანი. მამხნევებენ, პიროვნულ სიმპატიას გამოხატავენ, უამრავი დადებითი შეფასება მოვისმინე, როგორც მუსიკოსმა! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხალხი არჩევს შავს და თეთრს, – ამის შესახებ მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ნიჭიერს და უნიჭოს! მახინჯს და ლამაზს! ბოროტს და კეთილს! ყალბს და ნაღდს! არაფერი რომ არ იმალება, ამაშიც ბოლომდე დავრწმუნდი და ხალხმა რომ ყველაფერი იცის ვინ ვინ არის! წარსულით, ბინძურად ნაკეთები საქმეებით და ურთიერთობებით, აი ძაან “დაფარული”პირადი “გრეხები” -ც კი! რაც მეგონა მარტო მე და მხოლოდ კულუარულმა წრემ იცოდა…
ცინიზმი და სნობიზმი, ყოველთვის საჯაროდ ჩანდა! ის გარემოცვა, რომლებიც ამ ყველაფერს “აპრავებთ” და თანამონაწილეებიც ხართ, ისე აიხიეთ სახე და ისეთი იკადრეთ, რომ ზურაც კი გააკვირვეთ! რა დასანანია,რომ “სასტავში” რამოდენიმე მამრიც აღმოჩნდით, რომლებიც მეც რომ თავი დამანებოთ, ზურასი უნდა გეუხერხულებოდეთ, რადგან წლების ნაცნობობა გაკავშირებთ,“– წერს რუსუდან მუმლაძე.