ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ამ თემაზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„სულ მინდოდა ამის დაწერა და ბარემ დავწერ ახლა.
როცა აქ რაიმე გასაყიდ ნივთზე კითხულობთ ფასს და გეუბნებიან – „პირადში მოგწერთ“, უკვე იცოდეთ, რომ არის იაფფასიანი ის ნივთი და ღირს იმის ნახევარი, რასაც მოგწერენ იმ „პირადში”.
დიდი ხანია ამას ვაკვირდები და უკვე ზუსტად ვიცი, რომ ასეა. სათვალეს, რომელიც აქ ღირდა ვითომ 44, 50, 60 ან მეტი ლარი, სინამდვილეში ყრია ბაზრობებზე და ღირს 15-20 ლარი.
ასევე ლინზები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ სხვა ნივთები“, – წერს მაკა რაზმაძე.