“ვნერვიულობდი, ჟვანია საფლავში არ გადაუბრუნებიათ, ნაწოლები არ გაუჩნდეს მეთქი და აჰა”

472

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი მეგი გოცირიძე ისტერიკაში ვარდება ყოველთვის, როცა ვინმე შეეხება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს.

ამჯერად ის ეხმიანება ირაკლი იმნაიშვილის ინტერვიუს გადაცემა “ფარულ კონვერტში”, რომელიც ზურაბ ჟვანიას საქმეს ეხებოდა.

“აჰა, ისე კი ვნერვიულობდი მეორე არჩევნებია, რაც ჟვანია საფლავში არ გადაუბრუნებიათ და ნაწოლები არ გაუჩნდესმეთქი და გადააბრუნეს კიდევ ერთხელ, ოღონდ სისხლიან საფერფლეს მაინც ვერ მიაგნეს ამ თახსირმა აფერისტებმა…”– წერს გოცირიძე.