“რამდენი ადამიანი სულდგმულობს შურ-ბოღმით?! თურმე აქამდე არ მცოდნია”

624

მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.

„რამდენი ადამიანი სულდგმულობს შურ-ბოღმით?! თურმე აქამდე არ მცოდნია. მეგონა, უფრო კარგად იყო საქმე… ხალხიც მეტად დასაქმებული საკუთარი ოჯახებით მაინც“, – რუსუდან მუმლაძე.

მუსიკოს პოსტის კომენტარში უწერენ, რომ მსგავს (შურიან ადამიანებს) ყურადღება არ მიაქციოს.

„ბოროტად დაბადებულნი,ბოროტად კვდებიან! რაც არ უნდა კარგი გააკეთოთ მაინც გაკრიტიკებენ! სინამდვილეში თავიანთი ვერ დაუწყვიათ! ეშმაკის მოციქულები ჰქვიათ ეგეთ ადამიანებს“.

„ეხ!,,კარგი რომ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“…..ნუ მივასქცევთ ყურადღებას!დაელოდე და ასეთი ადმიანები თავისსავე ბოღმაში ჩსიხრჩობიან.

„ეეჰ, არაფერი აღარ მიკვირს უკვე ჩვენს ქვეყანაში….რა დამავიწყებს, სულ ცოტა ხნის წინ, ჩემს ოჯახზე დატრიალებული ტრაგედიის ჟამს, რა ამბავი დამატეხეს თავს…საკუთარ თავს ვიღა დაეძებდა, ბიჭები ლამის ჭკუიდან გადაიყვანეს!ჰოდა, ბედნიერებას შეგარჩენენ?! აშკარად, ავადაა ერი!!!….მაგრამ ხსნა რაშია, მართლა ვერ ვხედავ“.

ერთ-ერთი პოსტის ავტორს კი, რუსუდან მუმლაძე პასუხობს: „არა ნუ, აშკარად ავადაა ერი! რა ცუდია“.