“საკმაოდ მყარი ჯავშანი მაქვს, რომელიც ფილტრავს არასაჭირო ინფორმაციას, ენერგიას, ემოციებს”

989

ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არა მხოლოდ ქალიშვილი ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ, – ამის შესახებ სოფო შევარდნაძე საკუთარ instagram გვერდზე წერს.

პირად ცხოვრებასა და საჯაროობის ზღვარზე.

მე საჯარო ადამიანად დავიბადე, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. ზედმეტად აქტიურმა ყურადღებამ ასწავლა ჩემს ოჯახს, აეგო არა მხოლოდ საზღვრები, არამედ კედლები, რომლებიც ჩვენ ყველას გვიცავდა. ცხოვრების ასეთი სტილი ჩემს ნაწილად იქცა და დამეხმარა მოგვიანებით, უფრო ძლიერი ვყოფილიყავი.

საკმაოდ მყარი ჯავშანი მაქვს, რომელიც ფილტრავს არასაჭირო ინფორმაციას, ენერგიას, ემოციებს.

ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არა მხოლოდ ქალიშვილი ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ. და რაც არ უნდა უნდოდეს ბევრს, გაიგოს მეტი და უფრო ახლოს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამიერიდან ჩემი შვილისთვის საზღვრების აგება ჩემი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა. ჩვენი საქმე კი ის არის, მათ მივცეთ ეს არჩევანი და დავიცვათ არასაჭირო ყურადღებისგან. თუ ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდით არის, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამ უფლებით, ჩემი შვილისთვის მე ვარ ასეთი დამცველი.

და მხოლოდ როდესაც ანდრია გაიზრდება და თავად შეძლებს გადაწყვიტოს, რის მიწოდება შეუძლია სამყაროსთვის, მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი. მანამდე კი ასეა…  ნუთუ ყველა არ იცავს თავის უფლებას პირადზე?”- წერს სოფო შევარდნაძე.