“დედამ შვილებზე უარი თქვა, წლების შემდეგ შვილებმა ერთმანეთი იპოვნეს…”

619

სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გავრცელდა, სადაც და-ძმა განშორების შემდეგ პირველად ხვდება ერთმანეთს.
როგორც ირკვევა, წლების წინ ქალმა ქალ-ვაჟი გააჩინა და მამისგან მალულად ორივე გააშვილა, რომელიც შემდეგ შვილებს უშედეგოდ ეძებდა, და-ძმამ კი ახლახანს ერთმანეთი იპოვა.

კარგი ამბავი მაქვს მოკლედ დიდი ხანია მინდა გახაროთ, მაგრამ სიახლეები არადა არ ილეოდა. ერთ დღეს აქ ერთმა ძალიან საყვარელმა გოგომ დაწერა, რომ ეძებდა დედას ხოდა გადავწყვიტე დავხმარებოდი. რათქმაუნდა გამზრდელი დედა ეხმარებოდა სიმართლის გარკვევაში და მადლობა მას. მოკლედ ისეთი ადვილიც არ აღმოჩნდა მშობლების პოვნა. ბევრი დედის
მოსახელე ვიპოვეთ, მაგრამ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა. ერთი მადლიანი ბიჭის დახმარებით სწორ გზას დავადექით და ვიპოვეთ. როგორც აღმოჩნდა დედას საყვარელი მამაკაცისგან გაუჩენია ორი შვილი და ორივე გაუშვილებიათ. ერთი გოგონა და მეორე ბიჭი. მამამ არ იცოდა და როცა გაიგო ეძებდა მაგრამ უშედეგოდ ( სამწუხაროდ გარდაცვლილია) დავიწყეთ ძმის ძებნა. ეს დისთვის იყო შოკისმომგვრელი! ვერ წარმოგიდგენიათ რამდენი ვეძებეთ და ვიპოვეთ!!!!! გიორგი საბერძნეთში იზრდებოდა და ორი წელია რაც საქართველოშია. იცით რამხელა სიხარულია დღეს მათ გულებში? იცით როგორი ბედნიერები არიან? დედმამიშვილებმა უფლის წყალობით ერთმანეთი იპოვეს. ორივეს არაჩვეულებრივი გამზრდელი მშობლები ყავთ და მადლობა მათ. დედის მხარემ უარყო, მაგრამ მამის ხალხმა სიხარულით მიიღეს და ახლა აი ამ წუთებში მამის სახლში მიდიან კიდევ ორი ძმის გაასაცნობად. მინდოდა გამეზიარებინა ეს ამბავი თქვენთვის!”, -წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.