“ამან წნევა საერთოდ დამიგდო და სრული კატასტროფა მომივიდა, პანიკაში ჩავვარდი” – კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ნოე სულაბერიძის გადაცემაში “სტუმრად ნოესთან“ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და გაიხსენა ის, თუ როგორ გახდა ცუდად რამდენიმე კვირის წინ.
“სრული შოკი იყო ჩემთვის. დილით ექვსი, შვიდი საათი იყო, შემაღვიძა რაღაც თავბრუსხვევასავით მქონდა, წამოდგომა დავაპირე, აი, სრული კატასტროფა იყო. დამეწყო საშინელი თავბრუსხვევები. ვიფიქრე, რომ მაღალი წნევა მქონდა, დავლიე ორი წნევის წამალი. წნევის გაზომვაც კი ვერ მოვასწართ ისეთ ცუდ მდგომარეობაში ვიყავი.
თურმე ეს წნევის ბრალი სულ არ ყოფილა, გამოწვეული იყო ყურიდან. ყურში ყველას გვაქვს ვესტიბულური აპარატი და მისმა დარღვევამ გამოწვია თავბრუსხვევა. წნევის წამლები რომ დავლიე, ამან წნევა საერთოდ დამიგდო და სრული კატასტროფა მომივიდა, პანიკაში ჩავვარდი და ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს ყველაფერი, უმძიმესი იყო ჩემთვის.
სასწრაფომ გადამიყვანა, რაღაცები გამიკეთეს, შემდეგ უცხოეთში ვიყავი, იქაც გამოვიკვლიე. ნუ ვესტიბულური აპარატის პრობლემა მქონდა. ახლა ვარ ჩვეულებრივად, ხანდახან მაქვს ხოლმე თავბრუსხვევების შემოტევა, მაგრამ უკვე ვიცი, რა არის და მზად ვარ და პრობლემას აღარ წარმოადგენს“, – ამბობს კახა კალაძე.