„სუხიშვილების“ ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
წყნეთში, სადაც პანდემიამდე ხშირად იმართებოდა ჩვენი კონცერტები, სუხიშვილების ქ.N 1-ში მდებარე “ღია ტერასა ტყეში” გაქურდეს და ძალიან დიდი მორალური და მატერიალური ზიანი მოგვადგა, მაგრამ წყნეთის პოლიციის უფროსს ბატონ დიმას და მოადგილეს ბატონ ამირანს უღრმესი მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის, მათ ცხელ კვალზე გახსნეს აღნიშნული დანაშაული და დააკავეს დანაშაულის ჩამდენი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრი ასეთი კადრი თქვენ“,- წერს სუხიშვილი.