“ტრანსექსუალი, ფეხბურთელი და მსახიობი” – Victoria’s Secret-ის ხმაურიანი დაბრუნება

966

საცვლების ამერიკულმა ბრენდმა Victoria’s Secret-მა Instagram-ზე ახალი „ანგელოზების“ ფოტოები გამოაქვეყნა.

ახლა ბრენდის სახეები პროფესიონალი მოდელების გარდა სპორტსმენები, მსახიობები და აქტივისტები იქნებიან. ახალ „ანგელოზებს“ შორისაა ფეხბურთის ვარსკვლავი და აქტივისტი, 35 წლის მეგან რაპინო, 38 წლის მსახიობი და ტექნიკური ინვესტორი პრიანკა ჩოპრა, 24 წლის ტრანსექსუალი მოდელი, ბრაზილიელი ვალენტინა სანპაიო.

ცოტახნის წინ Victoria’s Secret-მა უარი თქვა მოდელებზე, რომლებიც წლების წინ ბრენდს დეფილეებზე წარმოადგენდნენ. The New York Times-ის ცნობით, ამჯერად კომპანიამ არჩევანი იმ ქალებზე შეაჩერა, რომლებიც ცნობილები მიღწევებით გახდნენ.

https://www.instagram.com/victoriassecret/?utm_source=ig_embed&ig_rid=8ff97b7e-1f00-4959-a14b-c3f88dcac97c