“გახარიას ბათუმის ოფისიდან აგდებენ… ცოტა საკუთარ კანზე გამოსცადოს რა არის დევნა”

826

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას ბათუმში გახსნილი ოფისიდან „აგდებენ“. მისივე თქმით, „ნაცებს ყველაფერი დაემართათ, რასაც სხვა პარტიებს უწყობდნენ, ხოდა ეგრე უნდა დაემართოს გახარიასაც, ცოტა საკუთარ კანზე გამოსცადოს რა არის დევნა. ეტა პაკა ცვეტოჩკი…“.

„გახარიას ბათუმის ოფისიდან აგდებენ და მისი პარტიელი 2012 წელს იხსენებს, თითქოს აგერ შარშან სხვა პარტიებს არ ყრიდნენ ოფისებიდან იქნებ ესეც ნაცებს დააბრალოს?

როდესაც კოალიციური მთავრობა და პარლამენტი გვეღირსება ტანჯულა პარტიებისაგან შემდგარი, იმედია, ეყოფათ ტვინი და შეწყვეტენ ამ მავნე და ბოროტ პრაქტიკას და ხალხს დაუბრუნებენ პოლიციასაც, პროკურატურასაც, სასამართლოსაც და სუსსაც, თუ არა და თუ სულ ასეთ უბორნიაში ვიტივტივებთ“. წერს ბაია პატარაია.

ბაია პატარაიას პოსტს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი მიხეილ ბენიძე ეხმიანება

და წერს, რომ როდესაც გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, მსგავს ფაქტებზე ინფორმაციას აწვდიდნენ, თუმცა უწყება ეფექტიან რეაგირებას არ ახდენდა ხოლმე.