ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკა ნაყოფია თავიანთ პირველ პატარას ელოდებიან. წყვილი ძალიან აქტიურია და მოგზაურობენ. ამჟამად ნიკა და ნანუკა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან, კერძოდ, ლოს ანჯელესში არიან.
ნანუკა აქვეყნებს ულამაზეს ფოტოსესიას, სადაც ღია ფეხსაცმელი და თეთრი მოკლე კაბა აქვს მორგებული. შეიძლება ითქვას, რომ მოდელი იმ იშვიათ გამონაკლისებს განეკუთვნება, რომელთაც ორსულობისას წონაში არ მოუმატიათ და არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ამას ფოტოების მნახველებიც აღიარებენ და მის სილამაზეს უსვამენ ხაზს.