პენელოპა კრუზის პლაჟზე გადაღებულმა ფოტოებმა სოცქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

999

ესპანელი მსახიობი პენელოპა კრუზი კუნძულ სარდინიაზე დასვენების დროს პაპარაცების სამიზნე გახდა. მსახიობის პლაჟზე გადაღებულმა ფოტოებმა სოცქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

47 წლის პენელოპა კრუზი მეუღლესთან, ხავიერ ბარდემთან და ორ შვილთან ერთად ისვენებს. ფოტოებში მას ბრენდ L’Agent Provocateur-ის ლურჯი საცურაო კოსტუმი აცვია.

ინტერნეტმომხმარებლებმა მსახიობის კარგ ფიზიკურ ფორმას გაუსვეს ხაზი, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მსახიობმა ზედმეტად პატარა ზომის საცურაო კოსტუმი მოირგო.