საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წააგო საქმე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მარიამ წივწივაძეს მკვლელობას ეხებოდა. ამას უფლებადამცველი ბაია პატარაია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტრასბურგში ეს „საფარის“ ეს პირველი საქმეა.
„გუშინ მოვიგეთ მარიკა წივწივაძის (ილიაუნიში რომ ლექტორი მოკლეს) საქმე სტრასბურგში. ეს საფარის პირველი საქმეა სტრასბურგში, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ასეთი ძლიერი გადაწყვეტილება არათუ ოჯახურ ძალადობაზე არ აქვს სტრასბურგს, არამედ საერთოდაც იშვიათია.
სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა როგორც მატერიალურ(!) ისე პროცედურულ(!) ნაწილში და თან დაადგინა მეთოთხმეტე მუხლთან მიმართებაში, ანუ მიიჩნია დისკრიმინაციულად(!), ეს არის მართლა უპრეცედენტო გადაწყვეტილება!
სასამართლო პირდაპირ საუბრობს, რომ პოლიციელებმა იცოდნენ შესაძლო რისკების შესახებ და ფეხებზე დაიკიდეს ეს ქალი, სწორედაც რომ გენდერის გამო, რადგან სისტემურად ფეხებზე ეკიდა საქართველოს ქალთა მკვლელობები და ოჯახში ძალადობა 2014 წელს. ის ამბობს, რომ დაუჯერებელია, რომ 2 წელი პასუხი არ გვაღირსა პროკურატურამ ჩვენ საჩივრებზე და ბოლოს მარტო ის მოგვწერა, რომ ჩვენ წერილებს საერთოდ იღებდნენ, და არაფერი იმაზე, თუ რატომ არ იწყებოდა გამოძიება პოლიციელების გულგრილობის შესახებ. სასამართლო აცამტვერებს პოლიციის და პროკურატურის მუშაობს ოჯახში ძალადობის მიმართ საქართველოში, მიიჩნევს მას სისტემურ და დისკრიმინაციულ პრაქტიკად!
მოკლედ, თავს ლაფი დაასხა სტრასბურგმა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე. გამარჯვება უნდა იყოს ასეთი!
აუცილებლად გავმართავთ საჯარო დისკუსიებს ამ საქმეზე და ის შევა არამარტო საქართველოს იურიდიულ სახელმძღვანელოებში (ლინკი იხილეთ კომენტარებში)
ვულოცავ თალიკოს შვილმკვდარ და გულმკვდარ დედას, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა და გაიმარჯვა!, – წერს პატარაია.