”რამდენჯერაც „ერთადერთ ლეგიტიმურ“ სალომე ზურაბიშვილს დავინახავ, ეგრევე ეს ამბავი მახსენდება“

161

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”რამდენჯერაც „ერთადერთ ლეგიტიმურ“ სალომე ზურაბიშვილს დავინახავ, ეგრევე ეს ამბავი მახსენდება:
მახსოვს, ახალგაზრდობაში საჯარო ბიბლიოთეკაში მიწევდა სიარული. მაშინ აქტიური მწეველი ვიყავი და დარბაზიდან ხშირად გავდიოდი, რათა მოსაწევად გამოყოფილ კუთხეში გამებოლებინა.
ახლა არ იკითხავთ, ვისთან ერთად ვეწეოდი? ზოგი ნაპოლეონი იყო, ზოგი მარქსი, ზოგი სტალინი, ზოგი ტროცკი, ზოგიც კი, მიშა სააკაშვილისა არ იყოს, დავით აღმაშენებელი.
ჰოდა, შეეშვით სალომეს, ცოდოა. ბოლოს და ბოლოს ასაკს ეცით პატივი და ნურც კვერცხებს დაუშენთ და ნურც საქართველოს კონსტიტუციას შეახსენებთ. აცალეთ ამ ქალს ოცნებებით ტკბობა.
P.S. ისე ამასწინ მითხრეს, რომ სალომეს კურატორ ლორა თორნტონს სენატორ ჯო უილსონისთვის უთქვამს, რამდენ მილიონსაც მეტყვი, იმდენს გადაგიხდი, ოღონდ სალომე ზურაბიშვილის, როგორც საქართველოს პრეზიდენტის და დონალდ ტრამპის შეხვედრა გააჩალიჩეო.
ჯო უილსონს უთქვამს, სალომეს ვინ დაეძებს, ჩემი გამჭირვებია, მაგრამ ათას დოლარს თუ ჩამირიცხავ, დისნილენდში სალომეს და დონალდ დაქის შეხვედრას გაგიჩალიჩებო :)))”