“თუ ცუდ ხასიათზე ხართ, ქართული სიმღერა და წითელი ღვინო საუკეთესო კომბინაციაა” – მაქსიმ გალკინი ქართულად ამღერდა

53

რუსი შო­უ­მე­ნი, მაქ­სიმ გალ­კი­ნი ქარ­თუ­ლად ამ­ღერ­და. ის “ინ­სტაგ­რამ­ზე” აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ოს და გა­მომ­წე­რებს ურ­ჩევს, რომ სი­ცი­ვე­ში ხა­სი­ათ­ზე მო­სას­ვლე­ლად ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და წი­თე­ლი ღვი­ნო სა­უ­კე­თე­სო კომ­ბი­ნა­ცი­აა.

“ჩემო ძვირ­ფა­სო გა­მომ­წე­რე­ბო, დღეს ჩვენ­თან ცივა. თუ დი­ლი­დან ცუდ ხა­სი­ათ­ზე ხართ, არ იცით რა უნდა გა­ა­კე­თოთ, იმ­ღე­რეთ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იცით.

ხოლო თუ კარ­გი წი­თე­ლი ღვი­ნოც გაქვთ – ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და წი­თე­ლი ღვი­ნო, სა­უ­კე­თე­სო კომ­ბი­ნა­ცი­აა”, – ამ­ბობს გალ­კი­ნი, რის შემ­დე­გაც ქარ­თულ სიმ­ღე­რას იწყებს. გალ­კინ­მა ფა­ნე­ბის­თვის ოთარ რა­მიშ­ვი­ლის “ბულ­ბუ­ლი” შე­ას­რუ­ლა.

“ჩემი ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რაა ოთარ რა­მიშ­ვი­ლის “ბულ­ბუ­ლი”. ვმღე­რი ყო­ველ­თვის, როცა მინ­და ვიყო ბედ­ნი­ე­რი”, – აღ­ნიშ­ნავს გალ­კი­ნი.