“ამოვიდა ყელში “ხელზე და ყავაზე მკითხაობაში”, ასევე მეზობელთან მიღებული იდიოტური ინფორმაციის განეიტრალებაში ენერგიის ხარჯვა”

519

დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში იზოტრეტინოინთან დაკავშირებით წერს. ის ძირითადად გავრცელებულ სტერეოტიპებს ახსენებს და მათ დამსხვრევას ცდილობს.

გაზეთში, ან მეზობელთან სტუმრობისას, ან აფთიაქში გაუნათლებელ ფარმაცევტთან ან ექიმის კაბინეტში (“არ ვიცი რას კითხულობენ”) შეიძლება წავაწყდეთ იდიოტურ ინფორმაციას იზოტრეტინოინთან (როაკუტანი) დაკავშირებით.
რომ თურმე ის უშვილობას იწვევს, ასევე რომ ის თურმე ღვიძლს შლის და აღარ გავაგრძელებ. ეს წამალი ტერატოგენურია, რაც იმას ნიშნავს რომ მისი მიღების პერიოდში კატეგორიულად არ შეიძლება დაფეხმძიმება, ან ბავშვის ჩასახვა და ასევე მისი მიღების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში (და არა 2 წელი – ვინც ამას გეუბნებათ ფარმაკოლოგია არ ესმის. რატომ? იმიტომ რომ მისი ნახევარ-დაშლის პერიოდი (half-life) 1 თვე გრძელდება ანუ 1 თვეში ორგანიზმიდან სრულად გამოდის). ტერატოგენური წამლების ჩამონათვალი მრავალია, მათ შორის ანტიბიოტიკები – ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უშვილობას იწვევენ. მართლა ამოვიდა ყელში “ხელზე და ყავაზე მკითხაობაში, ასევე მეზობელთან, ფარმაცევტთან და ზოგიერთ “კოლეგასთან” მიღებული იდიოტური ინფორმაციის განეიტრალებაში ენერგიის ხარჯვა – დავიღალე რა”,- წერს სოციალურ ქსელში ზაზა თელია.