“თქვენ რა გესმით ქალისო? დაეყარეთ და თქვენ თავებზე წერეთო”…

302

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წიგნზე საუბრობს, რომელიც ქალებზე და მათ ისტორიებზეა დაწერილი, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.

ასეთი ამბავია ახლა. კაც მწერლებს დაუწერიათ ქალებზე ისტორიები, სულ კარგები და კეთილები, მეგობრულები, მაგრამ გაბრაზდნენ ქალები და სამართლიანადაც. ტამბოვის მგელია თქვენი მეგობარიო, თქვენ რა გესმით ქალისო? დაეყარეთ და თქვენ თავებზე წერეთო, ქალებზე მხოლოდ ქალი მწერლები უნდა წერდნენო. ზომიერებმა კომპრომისი დაუშვეს, გოგო-ბიჭი, გოგო-ბიჭი, ასე უნდა ყოფილიყვნენ ავტორებიო, რასაც არ ვემხრობი, თუ ომია, ომი იყოს. ხო და პროექტის “დიდი შურისძიება” ფარგლებში, მართებული იქნება, საპასუხო დარტყმა მივაყენოთ და გამოვცეთ ქალი მწერლების კრებული კაცური ისტორიებით. კრებულის სავარაუდო სათაურს ვფიქრობ “არაკაცს ჰკა”. კრებულს დააფინანსებს “ოლდ სპაისი“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.