“ჩამაანალიზეს
ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა. პატარა ვიყავი – ალბათ 18 წლის და ერთი მენტი გადამეკიდა.
სადღაც ვმუშაობდი გიდად, იქ მაკითხავდა.
სახლში წაყვანა შემომთავაზა და გამიტაცა – დედაჩემი უნდა გაგაცნოო, მერე პიანინოზე დაგსვა და ცივი ნიავი არ მოგაკაროო.
ხოდა ვიჯექი წყნარად მანამდე – მეთქი ამას შიგ ხო არ აქვს, სად მიმაქანებს.
პიანინოზე დაგსვამო რომ ახსენა – რაღაც ზებუნებრივმა ძალამ, 100 კმ სიჩქარით გაქანებული მანქანიდან გადმომაგდო – არაფერი მტკენია.
უბრალოდ, მას მერე “ანუკობა” ჩემთვის აღარავის შემოუთავაზებია, გამოვიმუშავე ის ენერგია, რამაც მსგავსი მისწრაფებები ჩემ მიმართ, ამოძირკვა” – წერს ჩერგოლეიშვილი.