”ფაიზერი“ მხოლოდ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა არ ყოფილა”

602

ფეისბუქმომხმარებელმა სოციალურ ქსელში სამედიცინო უნივერსიტეტში მომხდარი ამბის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

მისი თქმით, აცრიდან მეორე დღეს, მას მარჯვენა თვალში მხედველობა დაუბრუნდა:
,,ფაიზერის “და საოცარი ექიმის , ნინო ხურციძის ამბავი
აცნობეთ მსოფლიოს რომ ,, ფაიზერი “ მხოლოდ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა არ ყოფილა )) !
აცრა გავიკეთე გუშინ და იცით რა მოხდა?
მარჯვენა თვალში მხედველობა არ მქონდა და აცრიდან მეორე დღეს გამოსახულებას ვხედავ !
როგორც ჩანს იმუნურ სისტემაზე ,, ფაიზერი “ სერიოზულ ,, წესრიგს “ ამყარებს ..
მე არ ვარ ექიმი , მე მხოლოდ იმას გიყვებით რაც მოხდა !
ჩემი დიაგნოზი- ,, გაფანტული სკლეროზია “ ! აცრის წინ ვესაუბრე ჩემთვის ყველაზე საოცარ და კომპეტენტურ ადამიანებს : ( პროფესორ მარინა ჯანელიძეს Marina Janelidze , რომელიც წლებია ჩემს დიაგნოზს მართავს ! ალერგოლოგ-იმუნოლოგ -ბიძინა კულუმბეგოვს Bidzina Kulumbegov და ნევროლოგ -ნათია ოკუჯავას Natela Okujava) შემდეგ კი ,
მშვიდათ წავედი სამედიცინო უნივერსიტეტის შენობაში დაჯავშვილ ვიზიტზე ! არავითარი უკუჩვენება არ მქონია აცრის შემდეგ . ამ ამბავსაც მათთვის ვყვები ვისაც აცრის ეშინია, თორემ ჩემს ექიმებს უკვე ვაცნობე ამბავი და ასეთი შემთხვევები კვლევის საგანი გახდება …
კლინიკაში რაც მოხდა -ესეც ცალკე თემაა ..
ვიდრე ავიცრიდი გასაუბრებაზე მიმიღო ახალგაზრდა , საოცარმა ექიმმა -ნინო ხურციძემ !
ნინოზე ახლობელი გუშინ არავინ იყო ჩემთვის !
სრულიად უცხო ადამიანი ვიჯექი მის წინ და გამაოცა ამ ახალგაზრდა გოგოს დამოკიდებულებამ ..
დეტალურად შეისწავლა ჩემი ჯანმრთელობა . განიხილა ჩემი დაავადება . დეტალურად ამიხსნა რა ხდება როცა ორგანიზმში ვაქცინა შედის ..ჩემთან ერთად იცინა, იტირა კიდეც ( გამოიცნო შავი სამოსი ) ..
მერე შესვენება აიღო რამდენიმე წუთი და გამომყვა აცრაზეც .. ცრემლი რომ შემამჩნია მკითხა :
-მაია , გინდა გადავიფიქროთ რამდენიმე წუთით და გავისეირნოთ ? ან სხვა დროისთვის დაგარეგისტრიროთ ?
-არა, ნინო . სიკვდილის არ მეშინია, იქ ხომ შვილი მელოდება ! -ვუთხარი , გავუღიმე და ავიცერი !
თვალი არ მოუშორებია ის 5 წუთი! სპეციალურად მომაყოლა რაღაც ამბავი !
არც მერე დავუტოვებივარ . დარბაზში ასჯერ გამომხედა 45 წუთის მანძილზე ..
წყალი მომიტანა .. გამიღიმა , გამომაცილა !
არსად არ ხდება ასე !
დამშვიდობებისას ტელეფონის ნომერი ვთხოვე .. გამზადებული ფურცელი მომაწოდა ( თუ რამე კითხვა გაგიჩნდეს, დამირეკეო ) !
იმ დონეზე განიხილა ჩემი დიაგნოზი -გამაკვირვა !
ასეთი ადამიანები არიან გმირები !
ფოტო არ გამოვიდა .. ( სათვალით არის ნინო და პაციენტს ესაუბრება )
მინდა რომ იცნობდეთ ამ საოცარ გოგოს !
ნინო ხურციძე  მადლობა დიდი ადამიანობისთვის ! მადლობა თეთრი ხალათისთვის ..
ნინო ორსულადაა . კოვიდგადატანილი .
ბედნიერი დედობა ნინოს !
ბედნიერი შემთხვევები ყველას ვინც აიცერით , ვინც უნდა აიცრათ და ვისაც ჯერ კიდევ გეშინიათ.” -წერს მოქალაქე.