ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დემეტრე თაქთაქიშვილი გუშინ გარდაიცვალა.
„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა მეგობრებო… ვერ ვიჯერებ რომ ამას გეუბნებით, მაგრამ დავკარგეთ უმაგრესი კაცი – დემეტრე თაქთაქიშვილი. გუშინ ღამით ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა…
ნათელში იყოს მისი სული… ამ ადამიანმა ძალიან ბევრი სიხარული მოგვიტანა ავტომოყვარულებს… ძალიან დაგვაკლდები და მოგვენატრები, დემე… გაუფრთხილდით საკუთარ თავებს მეგობრებო“, – წერენ AMG Club Georgia-ში.
გავრცელებული ინფორმაციით, დემეტრესთან ერთად ავტომობილში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც საჭეს მართავდა და ისიც გარდაიცვალა.