“8,000-მდე “სტუმრის“ გაგდება მომიწია, ჩემი სახლიდან“

385

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ექიმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გასცეს რჩევები, რომლებიც მოქალაქეებს გადაარჩენს.

მისი თქმით, თავისი ფეისბუკ სივრცე ღიაა ყველა ადამიანისთვის და თუ ზოგიერთს რაღაც განცხადება არ მოსწონს ეს მისი პრობლემაა.

„როცა შენმა რჩევამ კონკრეტული ადამიანი გადაარჩინა, ექიმისთვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტისთვის ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო…

არავის არაფერს არ გაძალებთ, თუ დამიჯერებთ , კარგია, არ დამიჯერებ, გზა დიდია ….

ეს არის ჩემი პირადი ფაისბუქგვერდი, ჩემი ვირტუალური პირადი სივრცე, ჩემი “ბიბლიოთეკის” ოთახი, სადაც ჩემს აზრებს, ანალიზს და, უბრალოდ, ჩემთვის საინტერესო სტატიებს ვაზიარებ და ყველასთვის კარები ღიაა, მაგრამ ზოგიერთებს ნამეტანი მოსდით. ზოგიერთებს ავიწყდებათ, რომ სხვის პირად სივრცეში არიან, სხვის სახლში სტუმრად არიან.

სამწუხაროა , რომ 8,000-მდე „სტუმრის“ გაგდება მომიწია, ჩემი „სახლიდან“. არავის არ ვაძალებ, (რეკლამაში ფულს არ ვიხდი, სხვებისგან განსხვავებით) ჩემთან რომ შემოვიდნენ… უბრალოდ, სხვის სახლში /ოჯახში რომ იმყოფები, ზრდილობა იქონიეთ.

არ მოგწონთ, გადით თქვენით, რამე მიუღებელია, ნუ გამოიწერთ ჩემს გვერდს « unfollow » გააკეთეთ და გირჩევთ, საერთოდ დაბლოკოთ ჩემი გვერდი. მე არ მაინტერესებს რამდენი „followers“- „like“ იქნება ჩემს გვერდზე და ჩემი გვერდის „რეიტინგი“ ხომ საერთოდ არ მაინტერესებს.

გაიგეთ, ეს არის ჩემი პირადი სივრცე.

ჩემი ვირტუალური „ბიბლიოთეკა“ ღიაა ყველასთვის, უბრალოდ, ერთმანეთს ვცეთ პატივი.

ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს ფხაკაძე.