მომღერალი გივიკო დიდია, ნათელა ბებოსთან ერთად გადაღებულ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს. მას შემდეგ, რაც ბებომ ფეხი მოიტეხა ნათელა თავს სუსტად გრძნობს და სიარულიც არ შეუძლია. მას შვილიშვილი უვლის.
„ნათი, მომეცი ახლა პირობა, რომ მოძლიერდები და ფეხზე დადგები. შენ თუ ფეხზე დადგები, წვერსაც გევიპარსავ და ცოლსაც მევიყვან, ამას გპირდები. ნათი, შენ რომ გინდა, იმფერი გოგოა“, – დაჰპირდა გივიკო ბებიას.
ინფორმაციისთვის, ნათელა ბებოს ბარძაყის ყელის მოტეხილობა ჰქონდა. მას ოპერაცია რამდენიმე კვირის წინ ჩაუტარდა.