სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაცაცო კვინიკაძე საკუთარ თავს გადამხდარ ისტორიაზე წერს. ამბობს, რომ გზაში მანქანა გაუფუჭდა, თუმცა ახალციხის რეგიონული პოლიციის თანამშრომლებისა და კეთილი ადამიანების დახმარებით, ავტომობილი შეაკეთა.
„დღეს ლურჯას დაეწვა პლატა, გაუსკდა რაღაც მილი, გაძვრა ძირი)) მაგრამ რა დალევს გულისხმიერ ადამიანებს. სასწრაფოდ დამეხმარნენ ახალციხის რეგიონული პოლიციის არაჩვეულებრივი თანამშრომლები, ბატონი კობა და რამაზი, მოტოციკლეტისტი დავითი, ოქროსხელება ელექტრიკოს-მექანიკოსი ზურაბი და დამაბრუნეს სამშვიდობოს, საღ-სალამათი)) დიდი მადლობა მათ უანგარობისთვის, მეგობრობისთვის, გვერდში დგომისთვის, ეს საქართველოა”, – წერს მაცაცო კვინიკაძე.