სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი კოვიდინფიცირების პერიოდს გადიან. ისინი უკვე მე-10 დღეა მკურნალობენ.
მკურნალობის მიმდინარეობასა და მდგომარეობასთან დაკავშირებით სალომე ღვინიაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა.
ვირუსი მარტივად და გართულებების გარეშე მიმდინარეობს. რაც მთავარია, რაზეც ძალიან ვღელავდით მეც და ზურაც, არცერთ ჩვენ მეგობარს, რომელთან ერთადაც გავატარეთ კოვიდამდე მთელი დღე, არავის გადაედო.
ორივე აცრილები ვართ!
ვფიქრობ ამან განაპირობა, რომ ეს გზა მარტივად გავიარეთ და სხვა არ დავაინფიცირეთ!
ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა, ადამიანები სიკვდილს ებრძვიან. ყოველ დღე უამრავი ადამიანის გარდაცვალებას ვიგებთ
მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, აიცერით თქვენი და თქვენი გარშემო მყოფების გადასარჩენად!
ეს არის ერთადერთი გამოსავალი რომ გადავრჩეთ! “, – დაწერა სალომე ღვინიაშვილმა.