ფეხბურთელები, აჩი არველაძე და გიორგი ქინქლაძე ვიდეოთი მიმართავენ 20 წლის ფეხბურთელს, რომელსაც კოვიდინფექციის გამო ფილტვები აქვს დაზიანებული.
,,დარწმუნებული ვარ, კარგად იქნები. სპორტსმენები შეჩვეულები ვართ ბრძოლას და შენც უნდა იბრძოლო”, – ამბობს ვიდეო მიმართვაში აჩი არველაძე.
,,არ დანებდე, ვახო. მე და შენ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ ერთად”, – მიმართავს გიორგი ქინქლაძე ფეხბურთელს.