რა შეემთხვა გიორგი ღოღობერიძეს

285

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსს აქვეუნებს და წერს, რომ ხელოსანი დასჭირდა, რომელიც 4-დღიანი ძებნის შემდეგ ძლივს იპოვა.

„ერთი პატარა კუთხის გაახლებისთვის ხელოსანი დამჭირდა. ოთხი დღე ვრეკე, ვერავინ ვნახე, ყველა დაკავებული იყო.

მერე წავედი ელიავაზე და იქიდან გამოვიყოლე ერთი მშრომელი ადამიანი
მივიყვანე და იმანაც შეუდგა საქმეს. წადი, საქმეს არ მოსცდე, 3 საათში ამ ყველაფერს მივხედავ და შენც ბევრ რამეს მოასწრებო.

ვაიმე, ისე გამიხარდა… ყველაფერი ჩავაბარე და წავედი… წავედი რა, მანქანამდე მისვლა ვერ მივასწარი, მირეკავს… ცემენტი არ გვეყოფაო

წავედი, მოვუტანე… მერე წებოც გვინდაო, ისიც მოვუტანე… მერე ფილების გადამყვანი უნდა იშოვოო, ისიც მოვიტანე… მერე სპეციალური პერფორატორი დამჭირდებაო, ისიც ვიშოვე და ბოლოს, როგორც იქნა, მორჩა
დგას და მიყურებს… როგორი ნაცნობი სახე გაქვსო… ახალგაზრდა ექიმს ჰგავხარ, მაგრამ გვარი არ ვიციო…

ნუ, ყველა ჩამომითვალა, ღოღობერიძის გარდა
ბოლოს, დამიანგარიშა… კვადრატულს 30 ლარად ვაკეთებ და რადგან აქ 4 კვადრატული იყოო, გადასახდელი 150 ლარი იქნებაო

ეჰ, რა უნდა მექნა… წინ-უკან სირბილში ამომხადა სული და მათემატიკაც თავზე დამახურა

პ.ს. სიყვარულით ვწერ,“- წერს გიორგი ღოღობერიძე.