დღეს მამუკა ჩარკვიანის დაბადების დღეა. მისმა დამ, თაკო ჩარკვიანმა, ფეისბუქში დაწერა:
“ამ ძალიან მაგარი ბიჭის დაბადების დღეა. “მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო” ხომ გაგიგონიათ , ჰოდა ჩემზეა ნათქვამი რაა სახელი “თაკო”-ც ამან შემარქვა და შემრჩა ჯერ თაკუჩას მეძახდა და ნუ “თაფუც” “ნამეტანი” იყო და სახელი თაკო შემრჩა.
ეს კაცი უსაზღვროდ ნიჭიერია, პატიოსანი, თბილი, “არანორმალური -სისხლის გამშრობი”,
კეთილი და მგრძნობიარე, ერთად ეს ყველაფერი როგორია??? მოკლედ ატომური ბომბია – ნაღმი, რომელიც მხოლოდ საკუთარი სიყვარულის ნაღმზე ფეთქდება მუდამ ……
ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო, უშენოდ ერთი დღე არ მაცოცხლოს ღმერთმა- მეტი რა გითხრა, მამუ”.