ვინ არის ულამაზესი გოგონა პრეზიდენტის დაცვიდან – სალომე ზურაბიშვილის უსაფრთხოებას “მის საქართველოს” ყოფილი კონკურსანტი იცავს (ფოტო)
ალბათ ცოტა ადამიანმა იცის რომ სალომე ზურაბიშვილის დაცვის წევრის თამუნა რიჟამაძის შესახებ. ეს მშვენიერი ქალი, „მის საქართველოს“ ყოფილი კონკურსანტი 30 წლის თამო რიჟამაძეა. პროტოკოლით გათვალისწინებულია, რომ ქალ ლიდერს აუცილებლად უნდა ჰყავდეს დაცვის რიგებში თავისივე სქესის ადამიანი.
თამუნა წარმოშობით ქუთაისიდან არის. პროფესიით ინგლისურის სპეციალისტმა, მაგისტრატურა პიარის კუთხით გაიარა და ახლა იურიდიულზე სწავლობს. თამუნას ცხოვრებაში იყო რამდენიმე სილამაზის კონკურსი, ის ერთ-ერთ წელს „მის საქართველოს“ კონკურსანტიც იყო. თამუნას მეგობარი ამბობს, რომ სტუდენტობის დროს ის მუდმივად ვარჯიშობდა, ოცნებობდა სამხედრო განათლებაზე და დაცვის პოლიციაში მუშაობაზე.