“როგორ ახერხებს სოფო უშველოს ყველას, გამოძებნოს ადგილი და ასე შემდეგ”

799

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მედგიდის გვერდის ჯგუფის წევრი ვარ.
უამრავი სტატუსი იწერება – სოფო დაგვეხმარე და პასუხიც არ აყოვნებს – ახლავე.
კომენტარებით ვხვდები, რომ სოფო მათ ეხმარებათ.
დღეს ვნახე სტატუსი.
ქალბატონი წერდა, ლეიკემიით დაავადებულ დედას კოვიდი აქვს, სასწრაფომ კი ადგილი ვერ ნახა საავადმყოფოში რომ დააწვინონ და ერთი საათია ატარებენ ქუჩა-ქუჩაო.
ახლავე მოგიგვარებთ საკითხსო – იქვე იყო სოფო ჯაფარიძის კომენტარიც.
და ალბათ მოაგვარა.
ღმერთმა კარგად ამყოფოს ყველა და ყველას, ვინც ეხმარება ადამიანებს ხელი მოემართოს, მაგრამ როცა ამდენი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა, როცა ამბობენ, რომ ყველა საჭირო წამლით, თუ ტექნიკით არის აღჭურვილი, რატომ ვერ პოულობს ადგილს სასწრაფო, ვინმე ამიხსნის? ხომ არ ვკითხულობ, როგორ ახერხებს სოფო უშველოს ყველას, გამოძებნოს ადგილი და ასე შემდეგ. უბრალოდ, მაინტერესებს, სასწრაფოს რა პრობლემები აქვს და რატომ ვერ განათავსა პაციენტი სადმე, სადაც მას სათანადო მკურნალობას გაუწევენ?
პ.ს. სტატუსზე, რომელზედაც მოგახსენეთ, ისეთი კომენტარებია, ეს კითხვა რომ დამესვა, გამპუტავდნენ.”