ქეთა თოფურიას შვილი, ოლივია სკოლაში წავიდა (ფოტოები)

1,011

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის – ქეთა თოფურიას შვილი ოლივია სკოლაში წავიდა, ფოტოებს ქეთა სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

ოლივია წელს სკოლაში პირველად წავიდა.

შეგახსენებთ, რომ ქეთა თოფურიამ შვილს, ოლივიას 6 წლის იუბილე საქართველოში გადაუხადა.

ქეთას პირველი ქორწინებიდან პატარა გოგონა – ოლივია გეიხმანი ჰყავს, რომელიც ქეთასთან მოსკოვში იზრდება და პერიოდულად მამასაც ნახულობს. მეორე შვილი კი ლევ დენგოვისგან ჰყავს.