ლევან თაქთაქიშვილი კორონავირუსით გარდაცვლილი მეგობრის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
“ჩემო საყვარელო ძმაო, მიშა! რა ქენი ეს? რას მოვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა აქ!
მშობლები აცერი და შენ შენი აცრისთვის ვერ მოიცალე. ისინი გადაარჩინე და შენ…
ჩემო მიშა, ყველასაგან გამორჩეულო შენი ხასიათით, წესიერებით, მოკრძალებით. ყველას ყველაფერს ჩუქნიდი, სულიერსაც და უსულოსაც- ორგანიზაციებს. ქართული საქმის ჩუმი მკეთებელი. რამდენიც შემხვდებოდი, მეკითხებოდი: ბიბლიოთეკას ეს გააქვთ. არას შემთხვევაში მეუბნებოდი: წაიღე. რამდენჯერ მოგატყუე, რომ ვითომ გქონდა. რამდენჯერ თვალი აგარიდე, რომ ვიცოდი, წინა კვირას საჩუქარგაკეთებული ვიყავი. ეროვნულ ბიბლიოთეკას დაუყოვნებლივ აჩუქე შენს მიერ შეგროვებული ქართული საფოსტო კონვერტების მთელი კოლექცია.
დარწმუნებული ვარ, უარი ვერ უთხარი განგებას, საკუთარი სიცოცხლის დათმობა რომ გთხოვა.
მე არ მინახავს შენნაირი წესიერი ქართველი, არ დამავიწყდება, შენს უსამართლოდ გამამწარებლებს რომ ვაგინე, გაჩერდიო, რა წესიაო, თავს პატივი ეციო! იმ ახვრებზე! ჩემო მიშა, ნათელში იყავი, მშვიდობით!
ახლა მაინც აიცერით, ხალხო, გავწყდებით! რას ვაკეთებთ? ხომ ხედავთ, არავინ დაგვიფარავს! მიშაა მაგალითი. ვაი!”