პორტუგალიელ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს სამშობლოში შოკოლადისგან ძეგლი დაუმზადეს. ძეგლის ფოტო Instagram-ზე ფეხბურთელის დედამ, მარია დოლორეშ დუშ სანტუშ ავეირუმ გამოაქვეყნა.
ძეგლის ავტორი პორტუგალიელი შოკოლადის სპეციალისტის ჟორჟე კარდოზუა, რომელმაც თავისი ნამუშევარი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების გამარჯვებას მიუძღვნა. 120-კილოგრამიანი ძეგლის დასამზადებლად კონდიტერს 200 საათი დასჭირდა.