“ნეგატიურმა აზრებმა შეიძლება ისე დაგამახინჯოს, რომ “მეიქაფმაც“ ვერ გიშველოს“

270

აუჯანყდი საკუთარ ცუდ ფიქრებს და ემოციებს, თორემ ადრე დაბერდები, თან ნეგატიურმა აზრებმა შეიძლება ისე დაგამახინჯოს, რომ მეიქაფმაც ვერ გიშველოს, – ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.
„ფიქრმა შეიძლება ადამიანი მკვლელად ჩამოაყალიბოს, ან პირიქით, მკვდარი აღადგინოს. ფიქრს ადამიანის მართვა შეუძლია, მაგრამ ადამიანმა უნდა მართოს ფიქრები. საკუთარ თავში ყველა ადამიანი უნდა ერეოდეს ნეგატიურ, ბოროტ, შურისძიებით სავსე ფიქრებს. თუ დააკვირდები, ყველას სახეზე აწერია, ვინ რაზე ფიქრობს. ზოგი მომღიმარია, რომლითაც ხვდები, რომ მისი ფიქრები კეთილი და თავაზიანია…
ზოგი ლოცვაზეც რომ დგას, იმდენად მრისხანე და პირქუში გამოხედვა აქვს, მარტივად შეამჩნევ, რომ ვიღაცის დასჯის და განადგურების სურვილით არის შეპყრობილი. ფიქრიდან ქმედებამდე უმნიშვნელო მანძილია დარჩენილი…
ყველაზე მძიმე საყურებელი ის არის, ცუდი ფიქრების და განზრახვების ფონზე მაინც რომ გიმტკიცებენ, თუ როგორ უნდათ შენთვის კარგი… არადა, შუბლზე მიწერილი ფიქრის წაკითხვა მახვილი თვალისთვის ძალიან ადვილია… ვინც გონიერია, ის ფიქრებს წიგნებივით კითხულობს…
რა მნიშვნელობა აქვს სიტყვებით რას მომასმენინებ, პირის გაღებამდე, ფიქრები უკვე წავიკითხე და ვხვდები, ვის რა უკარგავს მოსვენებას…
მრავალფეროვანი საცხითაც რომ დაიფარო სახე, ადამიანის ნამდვილი გამოხედვა ნიღბების მიღმაც ვლინდება… აუჯანყდი საკუთარ ცუდ ფიქრებს და ემოციებს, თორემ ადრე დაბერდები, თან ნეგატიურმა აზრებმა შეიძლება ისე დაგამახინჯოს, რომ მეიქაფმაც ვერ გიშველოს,“ – წერს პეტრე კოლხი.