“კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ულამაზესი ანგელოზი გოგო, დედამისი ანტივაქსერი იყო”

610

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ამერიკაში კორონავირუსით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც ფხაკაძე წერს, ბავშვის დედა ანტივაქსერი იყო.

“ანტივაქსერები მთელი მსოფლიოდან თავისივე “ბრძოლის” მსხვერპლნი ხდებიან. დღეს კოვიდით გარდაიცვალა კიდევ ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში ბატონი ჰაი შოულიან, ამერიკაში – ქალბატონი ვერონიკა ვალსკი და ასევე ამერიკაში კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ულამაზესი ანგელოზი გოგო კელი კოოკი. ამ პატარა გოგოს დედა ანტივაქსერი იყო და ახლა ნანობს, მაგრამ უკვე გვიანია.

ამ ბოლო დროს, “დელტა” ვარიანტი არავის ინდობს, მას არ აინტერესებს ადამიანის ასაკი, ეროვნება, რელიგია ან ვაქცინებისადმი მათი დამოკიდებულება. ეს ვირუსი არის ვერაგი.

გახსოვდეთ, ვერცერთი წამალი და ვერცერთი ვაქცინა ინფიცირებისგან 100%-ით ვერ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ სიკვდილისგან, რეანიმაციისგან და პოსტკოვიდური (გრძელი კოვიდისგან) მგომარეობისგან”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.